საერთაშორისო ფორუმი ,,გამოხატვის თავისუფლება და სამოსამართლო ეთიკა"

08.07.2019

20019 წლის 05-06 ივლისს, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით პირველი საერთაშორისო ფორუმი ,,გამოხატვის თავისუფლება და სამოსამართლო ეთიკა“ გაიმართა.

ფორუმის მიზანს გამოხატვის თავისუფლებასა და სამოსამართლო ეთიკაზე საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.

ფორუმის მონაწილეებმა მიმოიხილეს მოსამართლის გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო პრაქტიკა, სოციალურ მედიაში მოსამართლის ქცევის ზოგადი სამართლებრივი ჩარჩო და სხვადასხვა ქვეყნის სპეციფიკური გამოცდილება. საერთაშორისო ექსპერტებმა ფორუმის მონაწილეებს მიაწოდეს რეკომენდაციები მოსამართლეთა მიერ სოციალური მედიის გამოყენების თავისებურებზე.

საერთაშორისო ფორუმში პირველ დღეს სასამართლო ხელისუფლების, მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები, ხოლო მეორე დღეს დამოუკიდებელი ინსპექტორი, ეთიკის კოდექსზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის, საერთო სასამართლოების სადისციპლინო კოლეგიისა და პალატის წევრები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები მონაწილეობდნენ.

საერთაშორისო ფორუმის მეორე დღეს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურმა, საერთაშორისო ექსპერტებთან, მოსამართლეებთან და ეთიკის კოდექსზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან ერთად ფორუმის ფარგლებში გაჟღერებული რეკომენდაციები შეაჯამეს.

ღონისძიება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტისა და USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.

ტრენინგი თემაზე - სამართლიანი სასამართლოს უფლება

18.06.2019

ევროპის საბჭოს პროექტის "სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში 2019 წლის 14-15 ივნისს, ბორჯომში, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისთვის გაიმართა ორდღიანი ტრენინგი თემაზე - სამართლიანი სასამართლოს უფლება დისციპლინური სამართალწარმოების ჭრილში, რომელსაც ევროპის საბჭოს ექსპერტი ოლექსანდრა სიტნიკი უძღვებოდა.

ვიზიტი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში

03.06.2019

ევროპის საბჭოს ხელშეწყობით დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის თანამშრომლები ესპანეთში, ქალაქ მადრიდში იმყოფებოდნენ. 

ვიზიტი 2019 წლის მაისში განხორციელდა და მისი მიზანი დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისათვის ესპანეთის სასამართლო სისტემის, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოებისა და არსებული პრაქტიკის გაზიარება იყო.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა კრისტინა პალაციოს ხარენოსთან, რომელიც იუსტიციის გენერალური საბჭოს - CGPJ საერთაშორისო ურთიერთობების იურისტი და იუსტიციის გენერალური საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მოსამართლეა; ხუან მარტინეს მოიასთან, რომელიც იუსტიციის საბჭოს გენერალური საბჭოს წევრთან ერთად იუსტიციის ეთიკის კომისიის წევრიცაა; ასევე, რიკარდო კონდე დიეზთან, რომელიც დისციპლინური სამართალწარმოების პრომოუტერია; ელენა ბურგოს ჰერერასთან, რომელიც CGPJ-ის ინსპექციის ინსპექტორია. შეხვედრები ასევე გაიმართა, მარია ჟოზე ორტიზის როდრიგესთან, რომელიც CGPJ-ის ინსპექციის სამსახურის ოფიცერის თანამდებობას იკავებს; ბეთლემი როგი მატეოსთან, რომელიც ტექნიკური სამსახურის კვლევებისა და ანგარიშების განყოფილების უფროსა და პრუკურორის თანამდებობებს იკავებს.

შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს ესპანეთისა და ქართული სასამართლო სისტემის თავისებურებები, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების მიმართულებით. განიხილეს მოსამართლეთა მიმართ ესპანეთის დისციპლი

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის რეგიონული შეხვედრები გრძელდება

17.05.2019

2019 წლის 15-16 მაისს, დისციპლინურ სამართალწარმოებაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით დამოუკიდებელი ინსპექტორი და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები ქუთაისში ადვოკატებს, სტუდენტებსა და ადგილობრივი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დამოუკიდებელმა ინსპექტორმა და სამსახურის აპარატის თანამშრომლებმა სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისადმი მინიჭებულ უფლებამოსილებაზე, ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის პრინციპებსა და პროცედურებზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია დისციპლინურ საქმეთა განზოგადების შესახებ.

შეხვედრები ორგანიზებულია USAID/PROLOG - Promoting Rule of Law in Georgia Activity-ის მხარდაჭერით დემოკრატიული ჩართულობის ქსელის მეირ.

შეხვედრები დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

ვიზიტი ვენაში

15.04.2019

ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის EU4Justice ხელშეწყობით დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის თანამშრომელი ეროსი ბზეკალავა ოფიციალური ვიზიტით ავსტრიაში, ქალაქ ვენაში იმყოფებიან. 
ვიზიტი 2019 წლის 15 აპრილს დაიწყო. ვიზიტის პირველ დღეს შეხვედრები გაიმართა საპატიო პროფესორთან და ავსტრიის უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტ ელიზაბეტ ლოვრეკთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მაიკლ მაცკასსა და ავსტრიის გენერალური პროკურორის უფროს თანაშემწე ჰარალდ ზალცმანთან.
შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს ავსტრიისა და ქართული სასამართლო სისტემის თავისებურებები, განსაკუთრებით მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების მიმართულებით.
ვიზიტის მიზანი მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების კუთხით საუკეთესო უცხოური პრაქტიკის შესწავლა და გაზიარებაა.
ვიზიტი ხუთდღიანია და ის 2019 წლის 18 აპრილს დასრულდება.

დამოუკიდებელმა ინსპექტორმა საჯარო ლექცია ჩაატარა

27.03.2019

2019 წლის 26 მარტს, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა და ისაუბრა თემაზე ,,დამოუკიდებელი ინსპექტორის როლი დისციპლინური სამართალწარმოებაში". 

საჯარო ლექციის ფარგლებში მიმოიხილა დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძვლები, დისციპლინური გადაცდომის სახეები, დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის პრინციპები და თავისებურებები, სამართალწარმოების ეტაპები და სახდელის სახეები. 

საჯარო ლექცია ორგანიზებული იყო ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის მიერ მემორანდუმის ფარგლებში.

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის პირველი წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

14.03.2019

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის პირველი წლიური ანგარიში, რომლის ფართო საზოგადოების წინაშე პრეზენტაცია 2019 წლის 14 მარტს გაიმართა. საქმიანობის წლიური ანგარიში დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციას 2018 წლის 09 დეკემბერს საქართველოს მოსამართლეთა მე-14 რიგგარეშე კონფერენციაზე წარუდგინა. 

ანგარიშში ასახულია, როგორც საკანონმდებლო ცვლილებები, ისე დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია, დისციპლინურ საქმეებზე არსებული პრაქტიკის განზოგადება, განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები. ანგარიშში მოცემულია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის წინადადებები და რეკომენდაციები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი მოსამართლე რენატე ვინტერი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი - მზია თოდუა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი - გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ს

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურმა რეგიონებში გასვლითი შეხვედრები დაიწყო

01.03.2019

2019 წლის 28 თებერვალს, დისციპლინურ სამართალწარმოებაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით დამოუკიდებელი ინსპექტორი და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები გორში ადვოკატებს, სტუდენტებსა და ადგილობრივი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დამოუკიდებელმა ინსპექტორმა და სამსახურის აპარატის თანამშრომლებმა სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისადმი მინიჭებულ უფლებამოსილებაზე, ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის პრინციპებსა და პროცედურებზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია დისციპლინურ საქმეთა განზოგადების შესახებ.

შეხვედრა ორგანიზებული იყო USAID-PROLoG - Promoting Rule of Law in Georgia Activity-ის მხარდაჭერით დემოკრატიული ჩართულობის ქსელის მიერ.

 შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

25.02.2019

მემორანდუმს ხელი დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ მოაწერა.
მემორანდუმის მიზანს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენს.
დოკუმენტის საფუძველზე დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური აქტიურად ჩაერთვება დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სალექციო-სასემინარო შეხვედრების ორგანიზებასა და სტუდენტების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვაში.
 

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურსა და ა(ა)იპ კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

29.01.2019

2019 წლის 29 იანვარს, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურმა ა(ა)იპ „კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ და ა(ა)იპ „კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა მარუაშვილმა მოაწერა.
მემორანდუმის მიზანს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენს. 
დოკუმენტის საფუძველზე დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური აქტიურად ჩაერთვება დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის სალექციო-სასემინარო შეხვედრების ორგანიზებასა და სტუდენტების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვაში.
უახლოეს მომავალში ასოციაციის ორგანიზებით დამოუკიდებელი ინსპექტორი აქტიურ შეხვედრებს გამართავს ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების სამართლის სკოლის სტუდენტებთან.

დამოუკიდებელი ინსპექტორი ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ სემინარს დაესწრო

07.12.2018

2018 წლის 06-07 დეკემბერს, ევროპის საბჭოს ,,სასამართლო რეფორმის მხადაჭერა საქართველოში“ პროექტის მხარდაჭერით, ბორჯომში, სასამართლო სისტემის წარმომადგენლებისათვის ორდღიანი სემინარი  გაიმართა. სემინარს ,ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა სასამართლო რეფორმასთან მიმართებით“ ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტი პატრიკ ტვომი უძღვებოდა.

სემინარის მიზანს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის (HRBA) თაობაზე ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. სემინარის მონაწილეებმა  მიმოიხილეს ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქართულ სასამართლო სისტემაში, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიმართულებით.

დამოუკიდებელი ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ სემინარში აქტიური მონაწილეობა მიიღო.

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) პროექტის წარმომადგენლებს შეხვდა

03.12.2018

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური აგრძელებს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას.

2018 წლის 30 ნოემბერს, დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე და სამსახურის აპარატის თანამშრომლები USAID/PROLOG წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა 2018 წლის ბოლოსა და 2019 წელს განსახორციელებელი ღონისძიებები მიმოიხილეს და ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის დასასრულს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLOG) პროექტის  წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
 

დამოუკიდებელი ინსპექტორი ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

03.12.2018

2018 წლის 29 ნოემბერს დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე და სამსახურის აპარატის თანამშრომელი ააიპ ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ აღმასრულებელ დირექტორს ნინო ლიპარტიას შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეები ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ და 2018-2019 წლებში ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები მიმოიხილეს.

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის წარმომადგენლებს შეხვდა

30.11.2018

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური აგრძელებს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას.

2018 წლის 27 ნოემბერს, დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე და სამსახურის აპარატის თანამშრომლები ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა 2018 წლის ბოლოსა და 2019 წელს განსახორციელებელი ღონისძიებები მიმოიხილეს და ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური ევროსაბჭოს ოფისის წარმომადგენელს შეხვდა

30.11.2018

2018 წლის 21 ნოემბერს, დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე და სამსახურის აპარატის თანამშრომლები ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენელს უშანგი ბახტაძეს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა 2019 წელს განსახორციელებელი ღონისძიებები მიმოიხილეს და ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ევროსაბჭოს ოფისს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა 

23.11.2018

2018 წლის 22 ნოემბერს, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა გიორგობა ბოლნისში მცხოვრებ ოთხშვილიან ოჯახს მიულოცეს, საკვები პროდუქტები, ტკბილეული და სათამაშოები გადასცეს. 
დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში აქტიურადაა ჩართული. 
მომავალში, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური აქტიურად გეგმავს მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას.

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური სახალხო დამცველის მოადგილესა და აპარატის თანამშრომლებს შეხვდა

21.11.2018

2018 წლის 20 ნოემბერს, დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე და სამსახურის თანამშრომლები სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძესა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა ახლადშექმნილი ინსტიტუტის მნიშვნელობაზე, დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურებსა და სადისციპლინო პრაქტიკაზე, საკანონმდებლო სიახლეებსა და არსებულ ხარვეზებზე ისაუბრეს. 
შეხვედრის შედეგად სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება დაიგეგმა. 
 

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური საერთაშორისო ექსპერტ ალეშ ზალარს შეხვდა

21.11.2018

2018 წლის 20 ნოემბერს, დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე და აპარატის თანამშრომლები ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), პროექტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში  (PROLOG) ექსპერტ ალეშ ზალარს შეხვდნენ. 
შეხვედრის მონაწილეებმა დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურებზე, საკანონმდებლო ხარვეზებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ ექსპერტს მოსაზრებები გააცნო იმ პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არის ან/და არასრულადაა რეგლამენტირებული ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში.
დავების გადაწყვეტის ევროპული ცენტრის პრეზიდენტი, სლოვენიის იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ყოფილი მოსამართლე და საერთაშორისო ექსპერტი ალეშ ზალარი საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფება. ექსპერტმა მადლობა გადაუხადა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს შეხვედრისა და მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისათვის. ვიზიტის დასასრულს ალეშ ზალარი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს რეკომენდაციებს გადაწყვეტილებათა მიღების, საქმიანობის წესისა და მენეჯმენტის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ეროვნული შეჯიბრი

21.11.2018

2018 წლის 18 ნოემბერს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის თანამშრომლებმა ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ეროვნულ შეჯიბრში ექსპერტ-მსაჯის რანგში მიიღეს მონაწილეობა. 
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით „აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) მხარდაჭერით ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ეროვნული შეჯიბრი გაიმართა. ეროვნულ შეჯიბრში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების სამართლის სკოლის სტუდენტები მონაწილეობდნენ. იმიტირებულ პროცესს ექსპერტ-მსაჯის რანგში დამოუკიდებელი ინსპექტორის აპარატის თანამშრომლები ნათია გობეჯიშვილი და გიორგი სვიანაძე დაესწრნენ. ამასთან, კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ ადვოკატთა ეთიკის კომისიის როგორც მოქმედი, ისე ყოფილი წევრები.
დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის თანამშრომლებმა მზადყოფნა გამოთქვეს აქტიურად ჩაერთონ სტუდენტთა განვითარებისათვის გამართულ მსგავს ღონისძიებებში.
 

დამოუკიდებელი ინსპექტორი ბიზნეს სამართლის ფორუმს დაესწრო

17.11.2018

თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, პირველად ყოველწლიური ბიზნეს სამართლის ფორუმი გაიმართა. ღონისძიება "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის", ,,იურიდიული პროფესიების განვითარების ცენტრის" ორგანიზებითა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიების გახსნას დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და საბჭოს წევრები დაესწრნენ.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა, ადვოკატებმა და სტუდენტებმა. ფორუმის მონაწილეებმა ბიზნეს სამართალთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტუალური და პრობლემური საკითხები განიხილეს.

მედიისათვის სემინარი გაიმართა

23.10.2018

2018 წლის 20-21 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებითა და ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის (EU4JUSTICE) ხელშეწყობით მედიის წარმომადგენლებისთვის კახეთში სემინარი გაიმართა. 
სემინარის მონაწილეებმა განიხილეს  ახალი კონსტიტუცია და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციები, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი სასამართლო სისტემა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის პერსპექტივა.
სემინარში აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე, რომელმაც ისაუბრა მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების სისტემის რეფორმაზე. საკანონმდებლო სიახლეებსა და გამოწვევებზე. 
სემინარს მედია საშუალებების წარმომადგენლებთან ერთად, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მედია სემინარი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. 

დამოუკიდებელი ინსპექტორი IDFI-ს წარმომადგენლებს შეხვდა

03.10.2018

2018 წლის 02 ოქტომბერს, დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წარმომადგენლებს შეხვდა. 
,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან“ (EMC) და ,,კავკასიის კვლევითი რესურსების ცენთან“ (CRRC) ერთად ახორციელებს პროექტს ,,სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა“.
პროექტის ფარგლებში შემუშავებული მეთოდოლოგიის თანახმად, მონიტორინგის განხორციელებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს იმ პირთა გამოკითხვა წარმოადგენს, რომელთაც უშუალოდ შეხება აქვთ დისციპლინურ სამართალწარმოებასთან. შესაბამისად, კვლევის მიზნებიდან გამომდინარე დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ მონაწილეობა მიიღო ინტერვიუ/გამოკითხვაში.
შეხვედრის დასასრულს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა მზაობა გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს და აქტიურად ჩართოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები მსგავს ინტერვიუ/გამოკითხვებში. 

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისათვის სემინარი გაიმართა

26.09.2018

2018 წლის 24-25 სექტემბერს, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისათვის ევროპის საბჭოს ,,სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის მხარდაჭერით ესპანელი მოსამართლის ხუან კარლოს და სილვას მიერ გაიმართა სემინარი თემაზე ,,დისციპლინური გადაცდომა სასამართლოში; კონცეპტუალური ჩარჩო და პასუხისმგებლობის სახეები".

სემინარს წინ უსწრებდა ევროპის საბჭოს ექსპერტის 2018 წლის თებერვლის ვიზიტი, რაც მიზნად ისახავდა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საჭიროებათა კვლევას.

სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა მიმოიხილეს დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები საჯარო სამსახურში, დისციპლინური კანონის აღსრულების საკითხები, პროცედურული უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. 

სემინარზე ასევე მიმოიხილეს მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლების ახალი პროექტი, რომელიც  სასამართლო რეფორმის ,,მეოთხე ტალღის“ ფარგლებში შემუშავდა.

სემინარის ფარგლებში გაიმართა დისკუსია აქტუალურ საკითხებსა და პრაქტიკაში არსებულ პრობლემებზე. ექსპერტმა სემინარის მონაწილეებს გააცნო საერთაშორისო პრაქტიკა და გაუზიარა გამოცდილება დისციპლინურ სამართალწარმოებაში არსებულ პრობლემებურ საკითხებზე. 
 

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის კანცელარია ამოქმედდა

06.09.2018

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურში დამოუკიდებელი კანცელარია ამოქმედდა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩატარებული კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატი უფლებამოსილებას 2018 წლის 30 აგვისტოდან შეუდგა. 

ამ დროისათვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის კანცელარია ცალ-ცალკე ფუნქციონირებს. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის კანცელარიაში ნებისმიერ პირს შესაძლებლობა აქვს ჩააბაროს დისციპლინური საჩივარი, კორესპოდენცია და დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა განცხადება. 
 

სასამართლო რეფორმის სამუშაო შეხვედრა

31.07.2018

2018 წლის 23 ივლისს, სასტუმრო რედისონში, სასამართლო სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

,,მეოთხე ტალღის" რეფორმის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა დაეთმო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს, რომელშიც აქტიურად არის ჩართული დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე. 

23 ივლისის შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებზე. ჯგუფის მიერ შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც ეფუძნება ე.წ. ბანგალორის პრინციპებს, საერთაშორისო სტანდარტებსა და ექსპერტების რეკომენდაციებს. 

 

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საიტის პრეზენტაცია

27.06.2018

2018 წლის 20 ივნისს, თბილისი რუმსში, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ვებ-გვერდისა (www.independent-inspector.ge) და საქმიანობის ექვსთვიანი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ვებ-გვერდი IT კომპანია „ICELIT“-მა შექმნა, ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფინანსური მხარდაჭერით.

აღსანიშნავია, რომ ვებ-გვერდი შეიცავს მთელ რიგ ისეთ ინოვაციურ მახასიათებელს, როგორიცაა შშმ პირებზე ადაპტირება, დისციპლინური საჩივრის ელექტრონულად გაგზავნის შესაძლებლობა, ელექტრონული ხელმოწერა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებას კანონი არ ავალდებულებს, ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი იქნება დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ სტატისტიკური მონაცემები, რომელიც განახლდება პერიოდულად ინსპექტორის სამსახურის მიერ.

დამოუკიდებელი ინსპექტორი ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების რეფორმის სამმართველოს ხელმძღვანელს შეხვდა

15.06.2018

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 2018 წლის 29 მაისს, ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, დამოუკიდებელი ინსპექტორი ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების რეფორმის სამმართველოს ხელმძღვანელს ლილიტ დანეგიან ბოსლერს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის არსებულ გამოწვევებზე და საჭიროებებზე. შეხვედრის შედეგად დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ეფექტური საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, დაიგეგმა მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელება.

დამოუკიდებელი ინსპექტორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

18.06.2018

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 2018 წლის 29 მაისს დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) წარმომადგენლებს შეხვდა. 


არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დამოუკიდებელ ინსპექტორს გააცნეს “სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის“ პროექტის მიზანი და ამოცანები, მათ შორის, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის მონიტორინგთან დაკავშირებული კომპონენტი (მონიტორინგის განხორციელების მეთოდოლოგია). 


შეხვედრის შედეგად სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა დაიგეგმა. 

ტრეინინგი სამართლებრივი დასაბუთების საკითხებზე

26.04.2018

ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, 2018 წლის 28-29 აპრილს, კახეთში, დამოუკიდებელ ინსპექტორისა და მისი აპარატისთვის ორდღიანი ტრენინგი გაიმართა.

ტრეინინგი შეეხებოდა სამართლებრივი დასაბუთების საკითხებს. ტრეინინგის ფარგლებში ექსპერტმა ეკატერინე ლომთათიძემ მიმოიხილა მოსამართლეთა წინააღმდეგ დისციპლინურ სამართალწარმოებაში დასაბუთებული გადაწყვეტილების აუცილებლობის წანამძღვრები; სამართლებრივი დასაბუთების ინსტრუმენტები; კანონმდებლობის განმარტების წესები და პრინციპები. ტრეინინგის მონაწილეებმა მიმოიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 29-ე მუხლებთან დაკავშირებული საქმეები

     

დამოუკიდებელი ინსპექტორის ვიზიტი რიგაში

26.04.2018

2018 წლის 05 აპრილს, ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელშეწყობით, დამოუკიდებელი ინსპექტორი იმყოფებოდა ლატვიაში, ქალაქ რიგაში, ევროპის მოსამართლეთა (სასამართლო სისტემის) სწავლების ცენტრების კავშირის (European Network of Judicial Training) მიერ ოგანიზებულ სემინარში „ეთიკა და სასამართლო სისტემაში კორუფციის პრევენცია“ („Ethics and Prevention of Corruption with regard to Judiciary”) მონაწილეობის მისაღებად.

ვიზიტი შეეხებოდა კორუფციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, კორუფციის პრევენციის საკითხებს, ასევე სასამართლოში ქცევასა და მოსამართლის ეთიკის სტანდარტებს.

სემინარის ფარგლებში მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა გამოეხატათ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხებზე. მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა პრობლემური საკითხები  და გაიმართა ფართო დისკუსია.

სასამართლო რეფორმის სამუშაო შეხვედრები

26.04.2018

დამოუკიდებელი ინსპექტორი აქტიურადაა ჩართული სასამართლო რეფორმის მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფში.

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი არის საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ინიციატივით, დონორთა აქტიური მხარდაჭერით (ევროპის საბჭო, ევროკავშირი საქართველოსთვის,  USAID და აშშ იუსტიციის დეპარტამენტი), შექმნილი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ინსპექტორს.

ჯგუფის მიზანს წარმოადგენს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა. მეოთხე ტალღა მოიაზრებს რეფორმას სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების, მოსამართლეთა გადატვირთულობის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის კუთხით.

ჯგუფის ფარგლებში შედგა ექვსი შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრებზე აქტიურად განიხილებოდა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები. არსებული ხარვეზები და გამოწვევები. როგორც დისკუსიებში, ისე საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე.

ჯგუფი კვლავ აგრძელებს მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებებზე.

შეხვედრა ესპანელ მოსამართლესთან

26.04.2018

მიმდინარე წლის 15-16 თებერვალს, თბილისში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ესპანელმა ექსპერტმა ხუან კარლოს და სილვამ, სამუშაო შეხვედრა გამართა დამოუკიდებელ ინსპექტორთან და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატთან. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დამოუკიდებელი ინსპექტორისა და მისი აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მსჯელობა.

ევროპის საბჭოს ექსპერტმა შეაფასა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა ტრეინინგ საჭიროებები. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ეფექტიანი ინსტიტუტის ჩამოყალიბების აუცილებლობას. განიხილეს დისციპლინურ პროცედურებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები და არსებულ ხარვეზები.

შეხვედრის შედეგად დაიგეგმა ტრეინინგები.

დამოუკიდებელი ინსპექტორის აპარატისათვის USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით ტრენინგი ჩატარდა

14.05.2018

2018 წლის 24 და 25 თებერვალს USAID/PROLoG-ის ორგანიზებით, ბორჯომში, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისათვის ტრეინინგი ჩატარდა. ტრეინინგს უძღვებოდა ამერიკელი ექსპერტი ვიქტორია ჰენლი. USAID/PROLoG-ს ექსპერტი, კალიფორნიის შტატის მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის ორგანოს 27 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.

ტრეინინგის მონაწილეებმა მიმოიხილეს დისციპლინური სამართალწარმოების კუთხით საერთაშორისო სტანდარტები, სხვა ქვეყნების გამოცდილება. განიხილეს კალიფორნიის შტატის პრაქტიკა და გამოცდილება. ექსპერტისგან მოისმინეს რჩევები დისციპლინური სამართალწარმოების თაობაზე.

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური USAID/PROLOG-ის ექსპერტს შეხვდა

14.05.2018

2018 წლის 20 თებერვალს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, USAID/PROLoG-ის ამერიკელ ექსპერტს ვიქტორია ჰენლის შეხვდა.

ვიქტორია ჰენლი ბოლო წლების მანძილზე USAID/PROLoG-ის მოწვევით აქტიურად არის ჩართული მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ კანონმდებლობის დახვეწის თუ შესაბამისი სახელმწიფო მოხელეების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

დამოუკიდებელი ინსპექტორის ახლად შექმნილი სამსახურისათვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას. ამ მიზნით, 20 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე, მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ეფექტიანი ინსტიტუტის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე და არსებულ გამოწვევებზე.

სამუშაო შეხვედრის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა ირგვლივაც პროექტის ფარგლებში დაიგეგმა მუშაობის გაგრძელება.