დისციპლინური სამართალწარმოება

საერთო სასამართლოს მოსამართლეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან გასულია 5 წელი.

          დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია.

 

  ! გთხოვთ გაითვალისწინოთ !

!!! კანონის არასწორი განმარტება, რომელსაც საფუძვლად უდევს მოსამართლის შინაგანი რწმენა, დისციპლინურ გადაცდომას არ წარმოადგენს და მოსამართლეს აღნიშნული ქმედებისათვის არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.

!!! დისციპლინური სამართალწარმოების დროს დაუშვებელია მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტების კანონიერებაზე ზედამხედველობა. მოსამართლის მიმართ საჩივრის შეტანა გავლენას ვერ მოახდენს სასამართლო გადაწყვეტილებაზე, ვერ დააჩქარებს საქმის განხილვას. საჩივრის წარმოდგენამ შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ კონკრეტული მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობა. 

!!! დაუშვებელია საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან მოსამართლის ჩამოცილება მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების, მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების გამო.