მთავარი >> სიახლეები

ონლაინ ტრენინგი გადაცდომის ახალ სახეებზე

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისთვის, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით დისციპლინური გადაცდომის ახალ სახეებზე ონლაინ ტრენინგი გაიმართა. 

ტრენინგი დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა და მას კალიფორნიიდან (აშშ) ექსპერტი ვიქტორია ჰენლი უძღვებოდა. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა გადაცდომის ახალი სახეები და შესაბამისი პრაქტიკა მიმოიხილეს. ტრენინგი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

X