მთავარი >> სიახლეები

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საჩივრის ფორმა დაამტკიცა

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საჩივრის დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურში წარდგენა. ორგანული კანონის თანახმად, საჩივარი შედგენილი უნდა იყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად. 

2020 წლის 17 ივლისის სხდომაზე საბჭომ კენჭი უყარა დადგენილების პროექტს „მოსამართლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე საჩივრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ და დაამტკიცა ახალი საჩივრის ფორმა და ინსტრუქცია. საჩივარში ასახულია ის ცვლილება, რასაც ე.წ მეოთხე ტალღის რეფორმა ითვალისწინებდა დისციპლინური სამართალწარმოების მხრივ. კერძოდ, საჩივარში შეიცვალა დისციპლინური გადაცდომის სახეები და გაიწერა ის რეკვიზიტები, რომელთა შევსებასაც ორგანული კანონი სავალდებულოდ მიიჩნევს. 

საჩივარი განთავსებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე www.dis.court.ge და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე www.hcoj.gov.ge. საჩივრის ბეჭდური ვერსიის მიღება შესაძლებელია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის კანცელარიაში მისამართზე ქ. თბილისი, 0144, ბოჭორმის ქ. 12.

X