მთავარი >> სიახლეები

დამოუკიდებელი ინსპექტორი ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

2020 წლის 18 თებერვალს, დამოუკიდებელი ინსპექტორი ზურაბ აზნაურაშვილი ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელ რენატე ვინტერსა და პროექტის წარმომადგენელ ნინი გოგიბერიძეს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დაგეგმილი წლიური ანგარიშის პრეზენტაციის დეტალები მიმოიხილეს, რომელიც ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით 2020 წლის 24 თებერვალს  გაიმართება. 

ზურაბ აზნაურაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლებს თანამშრომლობისათვის.
 

X