მთავარი >> სიახლეები

დამოუკიდებელი ინსპექტორი USAID/PROLoG-ის წარმომადგენლებს შეხვდა

2020 წლის 13 თებერვალს, დამოუკიდებელი ინსპექტორი USAID/PROLoG-ის წარმომადგენლებს - გიორგი ჩხეიძესა და ინგა თოდრიას შეხვდა. 

შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობაზე. 

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შექმნის შემდეგ, USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში პროგრამის ხელშეწყობით დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისათვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ შორისაა, რეგიონული შეხვედრები, საჯარო ლექციები სტუდენტებთან, ტრენინგები და საერთაშორისო ფორუმი „გამოხატვის თავისუფლება და სამოსამართლო ეთიკა“, რომელიც სხვა დონორ ორგანიზაციებთან ერთად USAID/PROLoG-ის ხელშეწყობით და ექსპერტთა ჩართულობით ჩატარდა. 

შეხვედრისას გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც USAID/PROLoG-ი და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას.
 

X