მთავარი >> სიახლეები

დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ზურაბ აზნაურაშვილმა პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა

ზურაბ აზნაურაშვილმა, დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გამართა.
2020 წლის 30 იანვარს, ზურაბ აზნაურაშვილი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა განხორციელებული  ღონისძიებები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
ევროპის საბჭოს ხელშეწყობით დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისათვის არაერთი ღონისძიება დაიგეგმა.
შეხვედრის ბოლოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს მხარდაჭერისათვის.
 

X