მთავარი >> სიახლეები

პირველი დამოუკიდებელი ინსპექტორის ქეთევან ცინცაძის მიმართვა

იყო ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, პირველი დამოუკიდებელი ინსპექტორი, უზომოდ დიდ პასუხისმგებლობას და  უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენდა.

ორი წლის შემდეგ,  ვტოვებ რა, ჩემთვის უზომოდ საამაყო თანამდებობას, უდიდესი მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობით, საქმიანობას ვაგრძელებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე.

პროცესი, რომელიც დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გავიარე,  მრავალი სირთულით და საინტერესო მოვლენით იყო გაჯერებული. ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელმაც არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის პრაქტიკაში ეფექტურად ასამოქმედებლად, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის პირველი ეტაპის (წინასწარი მოკვლევის ეტაპი) სწორი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და საზოგადოებაში სამსახურის ცნობადობის ასამაღლებლად. ამის ნათელი მაგალითი გახლავთ, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ორი წლიური ანგარიში, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ის თავდაუზოგავი შრომა, რაც დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურმა 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2019 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით გასწია.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის თითოეულ თანამშრომელს, მათ მიერ გაწეული თავდაუზოგავი შრომისათვის, მათი უსაზღვრო მოტივაციისა და სამსახურის მიმართ არსებული დამოკიდებულებისათვის. მეამაყება და მიხარია, რომ  მქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი ასეთი კვალიფიციური და საქმისადმი უზომოდ ერთგული ადამიანების გვერდით.

ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ იმ პიროვნებას/ორგანიზაციას, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო ჩვენი სამსახურის გულშემატკივარი, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს ევროპის საბჭოს პროექტს სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართვეოში, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტისა და USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში, რომლებმაც განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანეს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის გაძლიერებაში.

ბოლოს, დიდ მადლობას ვუხდი ყველას გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისათვის ამ უზომოდ საპასუხისმგებლო გზაზე. ამასთან, უამრავ წარმატებას ვუსურვებ მომავალ დამოუკიდებელ ინსპექტორს და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფის ამ  მეტად  მნიშვნელოვან საქმეში.

X