მთავარი >> სიახლეები

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურმა რეგიონებში გასვლითი შეხვედრები დაიწყო

2019 წლის 28 თებერვალს, დისციპლინურ სამართალწარმოებაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით დამოუკიდებელი ინსპექტორი და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები გორში ადვოკატებს, სტუდენტებსა და ადგილობრივი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დამოუკიდებელმა ინსპექტორმა და სამსახურის აპარატის თანამშრომლებმა სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისადმი მინიჭებულ უფლებამოსილებაზე, ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის პრინციპებსა და პროცედურებზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია დისციპლინურ საქმეთა განზოგადების შესახებ.

შეხვედრა ორგანიზებული იყო USAID-PROLoG - Promoting Rule of Law in Georgia Activity-ის მხარდაჭერით დემოკრატიული ჩართულობის ქსელის მიერ.

 შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

X