მთავარი >> სიახლეები

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ეროვნული შეჯიბრი

2018 წლის 18 ნოემბერს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის თანამშრომლებმა ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ეროვნულ შეჯიბრში ექსპერტ-მსაჯის რანგში მიიღეს მონაწილეობა. 
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით „აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) მხარდაჭერით ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ეროვნული შეჯიბრი გაიმართა. ეროვნულ შეჯიბრში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების სამართლის სკოლის სტუდენტები მონაწილეობდნენ. იმიტირებულ პროცესს ექსპერტ-მსაჯის რანგში დამოუკიდებელი ინსპექტორის აპარატის თანამშრომლები ნათია გობეჯიშვილი და გიორგი სვიანაძე დაესწრნენ. ამასთან, კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ ადვოკატთა ეთიკის კომისიის როგორც მოქმედი, ისე ყოფილი წევრები.
დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის თანამშრომლებმა მზადყოფნა გამოთქვეს აქტიურად ჩაერთონ სტუდენტთა განვითარებისათვის გამართულ მსგავს ღონისძიებებში.
 

X