მთავარი >> სიახლეები

მედიისათვის სემინარი გაიმართა


2018 წლის 20-21 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებითა და ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის (EU4JUSTICE) ხელშეწყობით მედიის წარმომადგენლებისთვის კახეთში სემინარი გაიმართა. 
სემინარის მონაწილეებმა განიხილეს  ახალი კონსტიტუცია და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციები, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი სასამართლო სისტემა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის პერსპექტივა.
სემინარში აქტიურად მონაწილეობდა დამო ... მეტის ნახვა

დამოუკიდებელი ინსპექტორი IDFI-ს წარმომადგენლებს შეხვდა


2018 წლის 02 ოქტომბერს, დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წარმომადგენლებს შეხვდა. 
,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან“ (EMC) და ,,კავკასიის კვლევითი რესურსების ცენთან“ (CRRC) ერთად ახორციელებს პროექტს ,,სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა“.
პროექტის ... მეტის ნახვა

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისათვის სემინარი გაიმართა


2018 წლის 24-25 სექტემბერს, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისათვის ევროპის საბჭოს ,,სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის მხარდაჭერით ესპანელი მოსამართლის ხუან კარლოს და სილვას მიერ გაიმართა სემინარი თემაზე ,,დისციპლინური გადაცდომა სასამართლოში; კონცეპტუალური ჩარჩო და პასუხისმგებლობის სახეები".

სემინარს წინ უსწრებდა ევროპის საბჭოს ექსპერტის 2018 წლის თებერვლის ვიზიტი, რაც მიზნად ისახავდა დამოუკიდებელი ინსპექტორის ... მეტის ნახვა

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის კანცელარია ამოქმედდა


საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურში დამოუკიდებელი კანცელარია ამოქმედდა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩატარებული კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატი უფლებამოსილებას 2018 წლის 30 აგვისტოდან შეუდგა. 

ამ დროისათვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის კანცელარია ცალ-ცალკე ფუნქციონირებს. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის კანცელარიაში ... მეტის ნახვა

სასამართლო რეფორმის სამუშაო შეხვედრა


2018 წლის 23 ივლისს, სასტუმრო რედისონში, სასამართლო სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

,,მეოთხე ტალღის" რეფორმის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა დაეთმო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს, რომელშიც აქტიურად არის ჩართული დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე. 

23 ივლისის შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობ ... მეტის ნახვა

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საიტის პრეზენტაცია


2018 წლის 20 ივნისს, თბილისი რუმსში, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ვებ-გვერდისა (www.independent-inspector.ge) და საქმიანობის ექვსთვიანი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ვებ-გვერდი IT კომპანია „ICELIT“-მა შე ... მეტის ნახვა

დამოუკიდებელი ინსპექტორი ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების რეფორმის სამმართველოს ხელმძღვანელს შეხვდა


საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 2018 წლის 29 მაისს, ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, დამოუკიდებელი ინსპ ... მეტის ნახვა

დამოუკიდებელი ინსპექტორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა


იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 2018 წლის 29 მაისს დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) წარმომადგენლებს შეხვდა. 


არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დამოუკიდებელ ინსპექტორს გააცნეს “სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის“ პროექტის მ ... მეტის ნახვა

ტრეინინგი სამართლებრივი დასაბუთების საკითხებზე


ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, 2018 წლის 28-29 აპრილს, კახეთში, დამოუკიდებელ ინსპექტორისა და მისი აპარატისთვის ორდღიანი ტრენინგი გაიმართა.

ტრეინინგი შეეხებოდა სამართლებრივი დასაბუთების საკითხებს. ტრეინინგის ფარგლებში ექსპერტმა ეკატერინე ლომთათიძემ მიმოიხილა მოსამართლეთა წინააღმდეგ დისციპლინურ სამართალწარმოებაში დასაბუთებული გადაწყვეტილების აუცილებლობის წანამძღვრები; სამართლებრივი დ ... მეტის ნახვა

დამოუკიდებელი ინსპექტორის ვიზიტი რიგაში


2018 წლის 05 აპრილს, ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელშეწყობით, დამოუკიდებელი ინსპექტორი იმყოფებოდა ლატვიაში, ქალაქ რიგაში, ევროპის მოსამართლეთა (სასამართლო სისტემის) სწავლების ცენტრების კავშირის (European Network of Judicial Training) მიერ ოგანიზებულ სემინარში „ეთიკა და სასამართლო სისტემაში კორუფციის პრევენცია“ („Ethics a ... მეტის ნახვა