მთავარი >> სიახლეები

ტრენინგი თემაზე საქმის წარმოების გაჭიანურება


დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისთვის, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე საქმის წარმოების გაჭიანურება. ტრენინგი დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა და მას ლექსინგტონიდან (ვირჯინია, აშშ) ექსპერტი ჯეიმს მოლიტერნო უძღვებოდა.  მონაწილეებმა განიხილეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები, რომლებიც საქმის გაჭიანურებას შეეხებოდა. ამასთან, მიმოიხილეს დასაბუთების სტანდარტები და საერთაშორისო პრაქტიკა.< ... მეტის ნახვა

2020 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკური ანგარიში


,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 511 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისა ... მეტის ნახვა

დისტანციური სამუშაო შეხვედრა


2020 წლის 13 აპრილს, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისთვის USAID/PROLoG-ის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე - სასამართლოს დამოუკიდებლობის საფრთხეები (მოსამართლის მიუკერძოებლობა).

Covid-19 საფრთხეებიდან გამომდინარე შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. შეხვედრას ლექსინგტონიდან (ვირჯინია, აშშ) ექსპერტი ჯეიმს მოლიტერნო უძღვებოდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მოსამართლის მიუკერძოებლობასა და მასთან დაკავშირებულ საფრთხე ... მეტის ნახვა

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მოწოდება


გავრცელებული ახალი კორონა ვირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე, ვითვალისწინებთ რა არსებულ რეკომენდაციებს, მოვუწოდებთ საზოგადოებას საჩივრები დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურში შემოიტანონ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე: [email protected]მეტის ნახვა

საჯარო ლექცია


2020 წლის 26 თებერვალს, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისა და ,,მართლმსაჯულების სკოლა თემიდას’’ თანამშრომლობის შედეგად, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე ,,დამოუკიდებელი ინსპექტორის როლი, მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის პროცესში.’’

საჯარო ლექციის ფარგლებში, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს დამოუკიდ ... მეტის ნახვა

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია


2020 წლის 24 თებერვალს, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის  ... მეტის ნახვა

დამოუკიდებელი ინსპექტორი ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა


2020 წლის 18 თებერვალს, დამოუკიდებელი ინსპექტორი ზურაბ აზნაურაშვილი ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელ რენატე ვინტერსა და პროექტის წარმომადგენელ ნინი გოგიბერიძეს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დაგეგმილი წლიური ანგარიშის პრეზენტაციის დეტალები მიმოიხილეს, რომელიც ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით 2020 წლის 24 თებერვალს  გაიმართება. 

მეტის ნახვა

დამოუკიდებელი ინსპექტორი USAID/PROLoG-ის წარმომადგენლებს შეხვდა


2020 წლის 13 თებერვალს, დამოუკიდებელი ინსპექტორი USAID/PROLoG-ის წარმომადგენლებს - გიორგი ჩხეიძესა და ინგა თოდრიას შეხვდა. 

შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობაზე. 

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შექმნის შემდეგ, USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში პროგრამის ხელშეწყობით დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისათვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ ... მეტის ნახვა

დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ზურაბ აზნაურაშვილმა პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა


ზურაბ აზნაურაშვილმა, დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გამართა.
2020 წლის 30 იანვარს, ზურაბ აზნაურაშვილი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა განხორციელებული  ღონისძიებები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
ევროპის საბჭოს ხელშეწყობით დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისათვის ... მეტის ნახვა

დამოუკიდებელი ინსპექტორის პირველი სამუშაო დღე


დამოუკიდებელი ინსპექტორი - ზურაბ აზნაურაშვილი დღეს აპარატის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე ახალი დამოუკიდებელი ინსპექტორი სამსახურის მიერ გაწეულ სამუშაოს და განხორციელებული ღონოსძიებების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.

,,დამოუკიდებელი ინსპექტორის პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება დამეხმარება, მაქსიმალურად ობიექტურად და სამართლიანად ვაწარმოო საქმიანობა. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. მნიშვნელოვანია ... მეტის ნახვა